|
სულ რამდენიმე, ორი თუ სამი, იმედად ჩემდა, არსებობს სახლი, - სადაც მე ძალმიძს, - ყოველ დროს ძალმიძს - მოულოდნელად დავრეკო ზარი.
სახლია შენი, რომელიც მელის, - ყოველ დროს მელის.
და, ერთხელ, როცა ეგ სახლი შეწყვეტს ჩემდამი ლოდინს, - მე ისევ მოვალ, კვლავ შენთან მოვალ, - მხარზე ჩემივე საფლავის ლოდით... |


