|
იგავი
იყო ერთი გლეხი-კაცი ბოროტი და მეტად ავი, დღენიადაგ წუწუნებდა: მქისე ვარო, საცოდავი!
უწიკვლოს და უბოროტოს, მუდამ ჰქონდა ლუკმა პური, - არ იდებდა არვის ცოდოს.
შეჰღაღადა, უთხრა ასე: ღმერთო, ღმერთო, ერთხელ მაინც ჩემი თხოვნა დააფასე -
თუ მიბოძებ ერთ წყვილ ხარსა, მაშინ ბოლო მოეღება ჩემს გოდებას ათასგვარსა.
დაიხსომე ეს კი მტკიცედ, რომ შენს გვერდით, ღარიბ თედოს, ორი წყვილი უნდა მივცე.
შევასრულებ სულ იოლად, ოღონდ თედოს, - რასაც შენ მთხოვ უნდა მივცე ერთიორად!“
ღმერთს შეჰკადრა სიტყვა მწარე: თუ ასეა, გთხოვ, უფალო, ერთი თვალი ამომთხარე! |


