|
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო - ხის და ისლის. სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად - თიბათვის ნისლი.
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი - მზის სხივს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე,
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად - თიბათვის ნისლი. |


