|
მარტოობის ტრამალებში შენი სახე მომელანდა!.. დავჯექ წერად ამა ლექსის და ქაღალდი მომელანდა!
ცრემლი არის, სისხლი არის!.. ჩამომშორდნენ მე ყველანი, დღე დაღამდა ნისლიანი!..
სულს სიზმარი მისურნელებს... წლებმა თმები შემიცარცეს - დანაპირებს მისრულებენ!
ვიჭერ ნატვრის ანტენებით და, რადგანაც იგი მესმა, გაჩნდა შუქი გათენების!.. |


