კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:48

 

ყველა აქ არი და მაინც კარი, 

ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია. 

ცარიელია ეს ერთი სკამი 

და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან.


ყველა აქ არი, სიმღერას, ხალისს, 

გარედან წვიმა შოლტივით იქნევს 

და ნუ დახურავ იმ კარებს მაინც, 

რა იცი, ვინმე მოვიდეს იქნებ.


ყველა აქ არი, ჭიქების წკარუნს 

გავანდოთ, ვუთხრათ - ვეტრფოდით ვისაც, 

ეს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს -

ძველ ჭრილობაში ჩარჩენილ ისარს...


ყველა აქ არი და მაინც კარი, 

ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია, 

ცარიელია ეს ერთი სკამი 

და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen