მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი
|
რაც სხვებს არ სჭირდებათ - მომეცით, მოიტათ! დაე, ყოველივე ჩემს ცეცხლში დაიწვას! სიცოცხლეს ვიზიდავ, სიკვდილსაც ვიზიდავ და ვრაცხ ამ ყველაფერს ცეცხლისთვის მიძღვნილად.
ძველი წლის ჩინჩხვარი - გვირგვინნი - სიტყვები. ალი წერს ამგვარი მასალით - საკვებით! გჯეროდეთ - ფერფლიდან თქვენ წმინდა აღსდგებით!
და ხელი შემიწყეთ - ზეცისკენ ფრენისას! ვიწვები ზესწრაფვით - და ვიწვი ძირამდე! დაე, თქვენს ღამეებს თან ახლდეთ სინათლე!
მე ლაღად ვატარებ ჩემს ლამაზ საროს ტანს, მე ლაღად ვატარებ ჩემს ლამაზ საროს ტანს - თანამზრახველნო და მემკვიდრეებო! |


