კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:46

 

თუ გინდა, რომ მოწყალება

არ მოგაკლოს ხვითომ,

კარგად უნდა განასხვავო ვითარცა და ვითომ.

ზოგიერთი ძერწავს, მაგრამ ზოგიერთი თითხნის,

ღმერთმა უწყის -

თითქოს უფრო მეტია თუ თითქმის.

იუველირს შეუძლია თავი მოისაწყლოს,

მიკროსკოპი ედავება აფთიაქის სასწორს.

მე კი მინდა სიზმარივით წავიინდივიდო,

ვითომ საკუთარი თავი ვითომ დავიმშვიდო,

ვითომ ფეხი ვითომ ფეხზე ვითომ გადავიდო,

ვითომ მრავალრიცხოვანი გავაშემთხვევითო,

ვითომ ცისარტყელასავით გავაშვიდო ექვსი

და მშვიდობით დავასრულო ესე ვითომ ლექსი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen