|
ნუ, ჩემო კარგო, ნუღარ მეტყვი, ვითომ მიყვარდე… ვერ მოაშოროს მაგ სიტყვებმა სულს სევდის ბადე. ტანჯვა აკლია, ტანჯვით გაზრდილს ჩემ უბედურ სულს, ის ბოდვა იყო, რომ ვეძებდი უწინ სიყვარულს. სხვას ნახავ, ქალო, ბედნიერსა, ჩემს სამშობლოში, ის შეიყვარე, ის გაიგებს მხოლოდ შენს ალერსს. რა საერთო აქვს, მარქვი, შენთან ჩემს მწუხარე ლექსს?! ნუ, ნუ იმღერი! ვერ ავიტან მე გიტარის ხმებს; ხევად, გაცოცხლდა დავიწყების რაც მივე ტალღებს; ვერ წაუშლია ჯერ ის გრძნობა ჟამის ნიაღვარს… ტყვილა ვცდილობდი, დამევიწყა: მაინც ის მიყვარს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


