|
ორი დღეა, დავბრუნდი შორი მივლინებიდან, რისკიანი გზებიდან, ნაღდი ოცნებებიდან, ცხელი საყანებიდან, თოვლიანი მთებიდან, ბობოქარი ზღვებიდან, ულურჯესი ტბებიდან. იქ მდინარე გავტოპე, გადმოვეშვი ქედიდან. ხშირად ჩემი სიცოცხლე მართლაც ბეწვზე ეკიდა! ზოგან სიცხე მთანგავდა, ზოგჯერ ყინვა მთოშავდა, მაინც მთელი სამყარო იმედივით მოჩანდა. |


