კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:58

 

სწორედ ამ დროს შარშან,

სწორედ ამ დროს შარშან,

შევხაროდით ერთად 

ალუბლების გაშლას.


მივყვებოდით ქუჩებს, 

მდინარეს და ბაღებს,

გაზაფხულის მძიმე, 

ლამაზ ბაირაღებს.


უხდებოდათ ისე 

ქუჩებს სხივი დილის,

რომ მინდვრები ჭრელი,

ვეფხვებივით ჭრელი,

აწყდებოდნენ თბილისს…


დავდივარ და გეძებ, 

ასე ვფიქრობ - იქნებ,

სხვა ღიმილით მიცქერ 

და სხვა სახელს ირქმევ,


არ წასულხარ არსად, 

სულში ხარ და მღერი,

იმოსები ახალ 

გაზაფხულის ფერით…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen