კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 02:06

 

 

დარდიანია, ხშირად, ჩემი ბედნიერება.

ვარდიც მოიწყენს,

ალიონიც დაიღრუბლება,

მზე ჩაიკეცავს სახვალიო

ნათელს მთის იქით,

თითქოს არ ჰქონდეს

ზეცის ტახტზე ჯდომის უფლება.


დარდიანია ხშირად ჩემი ბედნიერება,

სველი ჩიტივით

შეიფრთხიალებს და ჩქამის ექოს

ავედევნები ფეხშიშველა,

ცეტი მწყემსივით,

აყვავებული მინდვრები რომ

წინ გავირეკო.


სანამ ზამთარიც მომაჩეჩებს

მოწყენას, დაღლას,

სიმარტოვეთა მონასტრების

ტროპარებს, ლოცვებს,

როგორ არ მინდა, რომ დავბერდე,

როგორ არ მინდა,

უსიყვარულო ბედნიერების

მტკიცებით მოვცდე.


მაჯაზე უზის ბედისწერას თეთრი მიმინო,

სიყვარულზეა დაგეშილი

და მოჰქრის რისხვად.

მაგრამ ვინ იყო, აშინებდა ბედნიერებას?!

დარდიანიც კი

ცეცხლისფერა ბილილებს ისხამს.


რომ მერე, სადღაც, ზეცის იქით,

სკნელების იქით,

სიყვარულის ჰერბარიუმი

გაშალოს რიდით.

დარდიანია, ხშირად, ჩემი ბედნიერება,

დარდიანია და

მწუხრივით უხმო და მშვიდი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen