კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 17:07

 

აღიღინებს ურიცხვ ბორბალს 

ყაჭ-ნამქერის ოქროს ჩქერი, 

მასრის მწკრივი რიტმში ბორგავს, 

დაზგის მწკრივი რიტმში მღერის.


ათასწვერი სირმის წვიმა

ბროლის ყუნწში სცრის და ავდრობს,

საქსოვ ყდაზე გაიჭიმა

მარდი მაქოს სანავარდოდ.


თურმე ლხინი სწყურებია

დალ-ალების ნაირ წყებას, 

თავმოხდილი ჭურებია,

ჟრიამული ცასა სწვდება,


შესევიან სისხამ დილას 

ტაშ-დაირის გამალებით, 

სწრაფ როკვაში ჩამოშლილან 

ნამალევი დალალები.


თითის სიგრძე, კუდიანი 

იქვე მაქო დასრიალებს, 

კვიმატ შაირს მისცა ბანი 

და სიცილით ხოცავს ქალებს:


ალალ-მაქო, დალალ-მაქო, 

თქვენი ლხენა თან დამაქო, 

ვიწვი, გოგოვ. შუქურმაქო, 

რა ლამაზი თმები გაქო!


შეიჩვიეს გასაქრობი,

აღარავინ იგერიებს, 

ალს დალალში ჩაეკვრება, 

ქოჩორს უგრეხს მკვირცხლ ფერიებს.


მოიზიდავს ჯერ კი ვნებით, 

თან უხლართავს ისეთ მახეს, 

რომ ბაჯაღლო ნაწნავები 

მკვრივ ქსოვილად აცახცახდეს.


ტოკავს, ფეთქავს, თრთის და თბება 

უთვალავი დაზგის გული 

და ჩაბეჭა ოქროს-თმება 

ჩარჩოებში გათანგული.


აელვარდა აბრეშუმი, 

საკაბე და სამანდილე, 

ქობას ირთავს სხივთა შუბით, 

გადაიბნევს ფერად ღილებს.


აშრიალდა აბრეშუმი, 

ჩაიკეცა ჟრჟოლით ნაზმა,

გულს უჩრქოლავს ნდომა ჩუმი 

ჩემს სამშობლოს მოსაკაზმად:


აქ ბალანზე ქარვის მილით 

თაფლი სწვეთა სავსე ფიჭას, 

იქ მარწყვია გასრესილი - 

ირემმა რომ დააბიჯა....


ხან ბადაგში ნავლებ თეგით 

გადისერავს სიგრძე-განებს,

ხან მოხდენილ ნახაზებით 

ქართულ მ-ანებს მიამგვანებს.


დგას დარბაზი: გაბადრული, 

საზეიმოდ გული ერჩის, 

შრომის ხვავს და შუქთა რუებს 

ვეღარ იტევს ხალვათ მკერდში.


ჰფლობს, პატრონობს მორჩილ დაზგას, 

უთვალავი მუშის წყება,

სალუქ ქსოვილს თავზე ადგას,

მშობელივით გარს ევლება:


გრძნობამ ღიმი გაუღვივა,

თან გაატანს ნატვრის ხვითოს, - 

სიხარულით ნაქსოვია 

სიხარულში გაიცვითოს!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen