|
ზედაზნის გზაზე გაიტანა მანქანამ შველი და ასკილებმა აპრილამდე ჩაიცვეს ძაძა, მე ვდგავარ მზისკენ გაშვერილი მათხოვრის ხელით და ვითხოვ სითბოს, მხოლოდ სითბოს და არა ხანძარს!
უცხო მხატვარი ყაისნაღით გაზაფხულს ბაძავს და ვგავარ მზისკენ გაშევრილი მათხოვრის ხელით და ვითხოვ შველას, ვითხოვ შველას და არა ხანძარს!!!
მიტომაც, ბედი მასხრად მიგდებს ბებერს და არჯალს ცოტაღა დარჩა, ალბათ ცოტა ზიარებამდე თავად ჩავტოვებ ნეკნებს შუა შხამიან ხანჯალს.
აღარ ვაპირებ წუთისოფლის კარებთნ ჩანჩალს, მორჩა ნაპირი, იქნებ იგი ნაპირიც არ ჩანს, მაშ ეს ცხოვრება ხატი იყო, თუ მხოლოდ ხარჭა?!.
უცხო მხატვარი ყაისნაღით გაზაფხულს ბაძავს და ვდგავარ მზისკენ გაშევრილი მათხოვრის ხელით და ვითხოვ შველას, ვითხოვ შველას და არა ხანძარს!!! |


