კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:38

 

 

...კვირაა,

კვიპაროსებზე

კვირიონები სხედან,

კვიპროსზე

იკაროსივით

ვარ კანტარასა ზედან!

 

იგონებს ციხის ქონგური

შორიდან მოსულ მხედარს:

- ჯაჭვით დაბმული ლომგული

რიჩარდი იხდის მექთანს!..

 

ასკილი წითლად ღაღანებს

დროით ჩაჟანგულ ბექთან

და სიო დააქანავებს

ველურ ყვავილის ნექტარს...

 

ახლა, ამ მრუმე ტალანში

სავანელია ბერთა,

- შორს კი მამულის მარანში

ფერი ქორწინობს ფერთან!

 

და ვხედავ:

ყურძნის ხარდანი

როგორ ანათებს კვეტარს,

წინ უდგას ოქროს შანდალი

აღმაშენებლის ნექტარს!....

 

კვირაა....

კვიპარისებზე,

კვირიონები სხედან,

კვიპროსზე

იკაროსივით

ვარ კანტარასა ზედან!

 

ნიქოზიისკენ გაფრინდა,

თვალი ვუწიე ქედანს...

- მიჭირავს ტოტი დაფნის და;

ლურჯად მბჟუტავი სევდა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen