|
ავ ბედს დამხსენი, უფალო, არ ყოფნის ჟამი ჩქარობსა, მივაფრენ უგზო-უკვალოდ ბედაურს უავშაროსა.
მზე არ მინათებს აროსა, გაწვრილდა გზა დამღუპველი ჩემი დემონი ხარობსა.
პოეზიითღა ხარობსა, ხარბად ვარ დაწაფებული ლექსის ანკარა წყაროსა.
ხვალ ვიტყვი საკართანოსა, წავალ და ხსოვნად შევრჩები "ტურფასა საბაღნაროსა." |


