|
ეშმაკის ნაკოცნი - გრეხილი ტუჩები, ქალა გაცვეთილი, ობით დაყლარტული, თვალი გახელილი, ცვრით განაფუჭები, წვერის ღეროებში მატლი გახლართული.
შუბლის მარმარილო ღია და გაშლილი, ყვითელი ლოყები, ტალახად მღვრეული, ყბები და კბილები - რღვევისგან დაშლილი.
კისრის და კეფისი იხსნება ხრტილები კუბო მიტორტმანობს, მისცურავს და ნავობს - უკან მომყვებიან ქუდგადახდილები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


