კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:21

 

მთარგმნელი: ამირან ასანიძე

 

ადამიანის სული 

წყალს მიაგავდა მუდამ: 

ზეცით მიილტვის ის და 

კვლავ ცაში ფრენა უნდა; 

ზეცის სტუმარი კვლავაც, 

მიწას სტუმრობდა ისევ 

და კვლავ ცად ყოფნა სურდა.


მოექანება დაბლა

მაღლით, ციცაბო კლდიდან, 

როგორც ნათელი სხივი, 

გამჭვირვალე და წმინდა, 

და იფანტება მერე, 

ერთვის ღრუბელთა ტალღებს, 

ვიდრე ჩააღწევს უფსკრულს 

მთათა სიმშვიდეს არღვევს 

და განრისხებულ ტინებს 

სრბოლით უგრილებს ძარღვებს.


არ ეშინია სხლტომის, 

მრისხანეა და ცქაფი,

გზადაგზა იკრებს ძალას 

და თოვლისფერი ქაფით 

თავს ახლის სადღაც უღრმეს 

და პიტალოვან ნაპირს.


ვერცხლად მოსარკულ ტბისკენ 

იგი - მხილველი ყოვლის, 

ტალღას რომ გაიმდორებს -

სახე ნათელი ხომლის 

ღამით აჩნია მორევს.


ქარს უჟვარს ტალღა ნაზად - 

მისი მიჯნური არი, 

და აქაფებულ ტალღებს 

ფსკერზე არ უშვებს ქარი.


როგორა ჰგავხარ ამ წყალს, 

სულოვ, მღელვარე კაცის, 

ადამიანის ბედო,

მოჰგავხარ ქარის ნაწილს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen