|
შედარებით თუ არა, კაცი ყველა ერთია, არც დიდი, არც პატარა... დიდი მხოლოდ ღმერთია.
და მე კიდევ სხვა ვინმე, ის მაღლაა, ეს დაბლა, ხან უკან ვარ, ხან წინ მე.
ხან უკუღმა, ხან წაღმა; დღეს სხვა ვართ და ხვალ სულ სხვა; ხან ბატონი და ხან ყმა.
ხან კარგად, ხან ავადა; ვერც ვტირით, ვერც ვიცინით ჩვენით, ჩვენდა თავადა!
თუ არრა გვაბადია? გარდა შემომქმედისა, ყველა ცვალებადია!
დღეს სიცოცხლით აღვსილი, გვიკბენს პატარა მწერი, - გავქრებით ვით აჩრდილი!
ქვეყნად სწორუპოვარი, - ერთის სულის შებერვით ჰქრება ჩვენი ლამპარი.
იოსებს ვედარებით. ხვალ, ეგებ, სანახავად მტერსაც შევეზარებით.
ქვეყნად არაფერია! ბედის წიგნში განგებას ასე ჩაუწერია. |


