მთარგმნელი: თამარ ერისთავი
|
ჩემს სულში ბნელა, ჩამოჰკარ ნელა, აჟღერე ნაზად არფის სიმები, მოესალბუნოს ეგების სმენას ხმა, მაგ თითებით ნათილისმები.
გამოიტყუონ ჰანგებმა გარეთ, ო, იქნებ შვება ვიგრძნო მცირედი, როგორმე ცრემლი მოვწურო თვალებს.
დასძარი ჰანგი ველური ძალის, უნდა ვიტირო როგორმე, თორემ გული სიმძიმით გამისკდეს ლამის;
ტკივილს ითმენდა დღიდან ღამემდე, დღეს უნდა გასკდეს ეს გული ნაღვლად, ანდა სიმღერას უნდა დანებდეს. |


