კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:53

 

 

ამ პატარა სახლში ზამთარს

გაატარებს ზღარბი მართა.

ზამთარს თურმე ძილში გალევს,

არც შეჭამს და არც წყალს დალევს.


მერე მოვა გაზაფხული 

აძგერდება მართას გული,

გაიღვიძებს, თვალს გაახელს 

დაინახავს ლამაზ ბაღებს:


აყვავებულს, მზიანს, ფერადს.

გადაიცვამს ეკლის  პერანგს,

წამოხტება და შესძახებს:

"ძილს ღვიძილი სჯობსო ბევრად!"


ბაღს დაივლს, ეზოს, მინდორს,

ისადილებს, თავს გაირთობს.

ივლის, ივლის, ჩუმად, ნელა

ჩვენი ზღარბი, ბურთისხელა.


ხვლიკს, კალიას, თაგვს თუ მახრას,

ყველას მოიკითხავს, ნახავს.

ზაფხული რომ მოვა, მწიფე,

გამოაცხობს ხილის ბლითებს.


ბალახებში ითამაშებს,

მშვიდად, არ დააფრთხობს ბავშვებს.

მერე შემოდგომაც მოვა,

მართა იტყვის: ძილის დროა!


რას დაიგებს? - ფოთლის ლოგინს!

სუსხი ძილსაც სწრფად მოგვრის.  

„ტკბილი ძილი ჩვენც და თქვენცო!“ -

ზღარბუკებმა ასე თქვესო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen