|
თაგვებმა დასვეს ხელმწიფე, სახელად კეისარია. წავიდნენ, ცოლი მოჰგვარეს, მზეთუნახავი ქალია. შვიდ დღე-ღამეს ქნეს ქორწილი, აწვიეს მთა და ბარია. თორმეტი დაკლეს ფურბერწი, სხვა უთვალავი ცხვარია. იმდენი ღვინო დახარჯეს, რამდენიც ალაზანია.
ციცას დაჭერას ფიქრობენ, მძიმე შეჰყარეს ჯარია. ციცას მიუხდნენ კარზედა, - ციცავ გაგვიღე კარია ციცა ციხეში შევარდა, წელთით დაკეტა კარია. - ციცავ, ციხეში რად შეხველ, თუ გულ არ გიძევ მხდალია? ციცამ კარი არ გაუღო: კვირა-შაბათის ძალია! ორშაბათ დილა გათენდეს, თუ გული მიძე მხდალია!..
ყელს ლარი გადაიკიდა, ბროლით ნაჭედი ფარია. გამოერია თაგვებში, დადგა ცოდო და ბრალია. ზოგმა გატეხა ხანჯალი, ზოგმა ფრანგული ხმალია. გაწყვიტა დიაც-ყმაწვილი, ცამდი ააგო მკვდარია. თაგვებს მოუკლა ხელმწიფე, გააგდებინა თავია. |


