მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
მზემ შეასრულა გუშინდელი დანაპირები, აღარ დასჭირდა ჩვენი თხოვნა განმეორებით. შინ გვეწვია და ვით ზაფრანის ზოლი ირიბი სარკმლის ფარდიდან დივანამდე გაწვა ზმორებით.
გადაფერა და გადაფარა ტყე, მინდორ-ველი, წიგნების თაროს უკან კედლის ერთი ნაწილი, ჩემი ნაწოლი საწოლი და ბალიში სველი.
ოდნავ ნოტიო. დამესიზმრა, თითქოს თქვენ ყველამ გამომიგლოვეთ ნაშუადღევ სიმხურვალეში და ჩემს მდუმარე პროცესიას მოსდევდით ნელა.
უცებ ვიღაცას არ დასჭირდა ბევრი წვალება, რომ გაეხსენა, ძველი სტილით ზუსტად დღეს იყო ექვსი აგვისტო, ჩვენი უფლის ფერისცვალება.
ზეგარდმო ნათელს გადმოგვაფენს ისე, ვით შველას და შემოდგომა, იდუმალი ნათლით მოსილი, როგორც წინასწარმეტყველება, გვატყვევებს ყველას.
ვით მათხოვარი და მას ჰქონდა შეცვლილი ფერი, როგორიც არის მოვარვარე, მღვივანი წითლად საფუნთუშესთან გამოკრული ნაბეჭდი კვერი.
მის კენწეროებს რომ ჰგუობდა ცის თაღი მშვიდად. მიდუმებული არე-მარე ხანდახან ზანტად მამლების მყივან გადაძახილს სივრცეში შლიდა.
როგორც მოხელე მიწისმზომლის, სიკვდილის დგომა. ის დამაკვირდა მუშტრის თვალით, რადგან მანამდე უცნობი იყო მისთვის ჩემი სამარის ზომა.
რასაც უთუოდ შეიგრძნობდა ყველა მათგანი. ეს იყო არა რაღაც გარე მიდამოის ხმა, არამედ ჩემი ხმა მისნური, ხმა შინაგანი:
და შენ, ტაძარო მაცხოვრისა, ოქროდ ნაფერო, ამას გთხოვ, ჟამი აღსასრულის, ბოლო წვალების როგორმე ქალის ალერსივით რომ მომაფერო.
შენც, ქალის ხიბლო, აწ მეტს რაღას უნდა მიზამდე?! შენი ყოფილი ბრძოლის ველი გემშვიდობები, აწ და მარადის, უკუნითი-უკუნისამდე!
ფრენით ნავარდის ლაღი ჟინი აღარ მედება, მშვიდობით, სიტყვად ზმანებულო სამყაროს ხატო და შენ, სასწაულთმოქმედებავ, შემოქმედებავ!" |


