|
მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი, ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას. გაშლილი მქონდა ვარსკვლავთა წიგნი, ლოდებს არ ედო ხავსი, ვით ფიქრი და გული თითქოს ჩემებრ უხურდათ... მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი, ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.
ძელქვაზე ფრთხილად ასული სვია ისე დავხატე ქვაზე ფაქიზად, რომ ჩემს სუნთქვაზე იწყებდნენ შრიალს.
ანგელოსებმაც მარჯვენა მიქეს, მე ღმერთი ვიყავ და ვიქეც კაცად, მე კაცი ვიყავ და ღმერთად ვიქეც.
აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს, მე მადლობელი ვიქნები, თუკი შენდობას ეტყვი ჩემს ცოდვილ სახელს.
ო, ცოდვა მაძევს მე მეტად დიდი... როცა ბოლნისის ვარდისფერ ქვაზე ღვთისმშობლის წმინდა ხატებას ვჭრიდი,
ჩემი მიჯნური შემართულ ისრით და ღვთისმშობელის თვალების ნაცვლად როგორ დავხატე თვალები მისი.
ეს ჩუქურთმები მის დალალ-კავებს. და ვგრძნობ: არა არს ქვეყნად თუ ცაში გულთამხილავის მიუწვდომელი. წარბს შეჰკრავს რისხვით და ალბათ მაშინ განკითხვის მძიმე ჟამი მომელის...
აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს, მე მადლობელი ვიქნები, თუკი შენდობას ეტყვი ჩემს ცოდვილ სახელს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


