|
მინდა მყავდეს გოგონა დედასავით ლამაზი, სწამდეს ტუჩებკოკორას სიყვარული მამასი.
მეც მეყოლა გოგონა, ჩემი სუნთქვა იქნება, ჩემი ჭიაკოკონა.
მეც მიყვარან ბავშვები... მათთვის ყველგან ყოველთვის უთქმელადაც დავშვრები.
ცრემლებს კოცნით მიშრობენ, ბავშვებისთვის წყალობას შევსთხოვ დედა ღვთისმშობელს.
შვლის ნუკრივით ლამაზი, სწამდეს ტუჩებკოკორას ერთგულება მამასი.
მას დავარქმევ მარიამს... გოგონები მამიკოს კუდრაჭები არიან. |


