კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:30

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

* * * * * * *

 

ნავში ჩაუჯდა ერთ მენავეს გრამატიკოსი,

ამაყად ჰკითხა, თითქოს იყო მსგავსი კიკოსი:


„სინტაქსი იცი?“ - უთხრა: „არა, ეგ რა არიო?!“.

„არა?! სიცოცხლე დაგიკარგავს ნახევარიო“.


მენავეს დასწყდა ამით გული, თუმცაღა წყენა

არ შეიმჩნია, დაადუმა უმალვე ენა


და უცებ ქარი ამოვარდა ზღვაზე ძლიერი,

მენავემ ჰკითხა გრამატიკოსს მკაცრი იერით:


„ცურვა თუ იცი სინტაქსივით?! მითხარი ჩქარა!“

პასუხი იყო: „არა! ცურვა არ ვიცი, არა!“


„არა?! მაშ, ძმაო, შენ დაკარგე სიცოცხლე მთელი...

ვიძირებით და გადარჩენას ნუღარსად ელი“.

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

* * * * * * *

 

ერთხელ ნავში იჯდა ერთი

გრამატიკის მცოდნე კაცი.

მენავის წინ მედიდურად

აიბოტა, როგორც ვაცი.


“შენო, - ჰკითხა, - გრამატიკის

თუ იციო რამე მაინც?”

“რა ბატონო? - უპასუხა, -

ვერ გავიგე, რაი, რაი?”


განსწავლულმა ნიშნი უგო

და ზედ ხალხი მოაქუჩა:

“ნახევარი სიცოცხლისა

დაგიკარგავს, ძმაო, ფუჭად.”


ჩვენს მენავეს გული ჩასწყდა,

აიწურა, როგორც ბავშვი,

მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს

ან რა უნდა ეთქვა მაშინ.


- უცბად ქარი ამოვარდა

და მოასკდა ტალღას ტალღა.

იმ გრიგალში იმ მენავემ

გრამატიკოსს ჰკითხა ახლა:


“თქვენო ცურვა თუ იცითო?" -

სიტყვებს უწყო განგებ წურვა.

“ცურვა? - გრამატიკის მცოდნემ

- არ ვიციო, - უთხრა, - ცურვა”


“თუ ასეა, მაშ სიცოცხლე

დაგიკარგავს სულმთლად, ბიძი,

რადგან ნავი იძირება,

ხოლო ცურვა შენ არ იცი”

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen