კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:51

 

თავშესაყართან დგახარ ყველა გზის,

გვერდი ვერავინ ვერ აგიაროს,

ძველი იყალთოს, ძველი გელათის

დიდხანს ნანატრო შვილო გვიანო.


მომენატრება შენი ალერსი,

შენთან ჩურჩული, ფიქრის განდობა.

მოგინახულებ და შენს თაღებში

შემხვდება ჩემი ახალგაზრდობა.


დიახ, ეს მე ვარ... შენს მაღალ ბჭესთან,

როგორც ტაძართან ქუდმოხდით მდგარი.

სტუდენტთა სიას პირველად ვხედავ

შეჰმატებია დღეს ჩემი გვარი.


შემდეგ ხელდასხმა ბრძენთა მხცოვანთა

პირველი სევდაც, შეტევაც, შებმა...

შემდეგ სისხლიან დელგმის მოვარდნა.

ბრძოლის დიდ გზაზეც დალოცვა შენგან.


შენ გამისინჯე ლექსის ჭაშნიკი

და დამანათლე სახელი მგოსნის.

შენგან ახლოს ვართ თუ ცხრა მთას იქით.

შევხარით შენს შუქს, შუბლს ნათელმოსილს.


ეს შუქი - შენი თეთრი ნათელი

ჭაღარა არის მშობელი ხალხის

ამ შუქში წიგნებს სწერდა ქართველი,

ჰკერავდა დროშებს, ჰკვერავდა სახნისს.


დიდი სიცოცხლე დაჰხარის ვიცი

შენს ლამაზ ქალ-ვაჟს, შენს ნაკურთხ მიწას

თუ მშობელს შვილის სჭირდება ფიცი,

მაშინ ეს ლექსი მიიღე ფიცად.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen