მთარგმნელი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი
|
ახლა გრძნობა ისე ხალასია, როგორც შენი სულის სიხატოვნე, ალბათ, მარტოობაც ლამაზია, როცა ღმერთის სწორი მიგატოვებს.
შენგან განწირული ნატვრის გლოვა, ალბათ, სიყვარულზე სპეტაკია, ასჯერ სპეტაკია სიმარტოვე.
რამე გასაოცრად წმინდა მთხოვე, მოდი, ერთხელ კიდევ გამომცადე, კიდევ გამწირე და... მიმატოვე! |


