კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 02:28

 

მუჭში ჩაქრება შუქი კანკალით

ნისლების ქვემოთ, მაღალ ბალახში

შეაცოცდება ქვას ღრიანკალი

დურგალი ქვაზე დადებს შალაშინს

და გააბოლებს მწარე პაპიროსს.


ნისლებისა და ცაცხვების ქვემოთ

უბრალო ხისგან ჯვარი იკვრება,

რომ ვიგრძნოთ შუქის და მიწის გემო

და წებოვანმა ჩვენმა ფიქრებმა

ცისკენ ახედვა რომ დააპირონ.


აქ, ნისლების და ცაცხვების ტბაში

გრძნობ, რომ წყალივით გწყურია ღმერთი,

არც არაფერი არსებობს შენთვის

ელემენტებად და ხავსად დაშლილს

არც ღრიანკალის გესმის სისინი.


მე ვდგავარ, თითქოს წამსვლელი არ ვარ,

თითქოს განგება ჯერ კიდევ მაცლის

რომ მივხვდე: ცა ვარ, მატლი თუ კაცი,

დურგალი ქვაზე იფერთხავს შარვალს

და სამი ჩამპალ კბილით მიცინის.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen