|
ძნელია გულის დაიარება და მარტოობის ფიქრში დაძირვა: ვით ლანდი, ობლად დაიარები და კვალში დაგდევს ბედის დაცინვა!
აწმყოს მოწყენილს და უფერადოს, და ხედავ ეკლებს, ფეხთ ქვეშ გაფენილს. ვით ჯარს გაქცეულს და უბელადოს.
გენატრებოდა, ვით ბნელში, სხივი, ისევ შორს არის და შენ კი ლოდი გიახლოვდება საფლავის, ცივი.
არა გაქვს არსად ნავთსაყუდარი. შენ კი ნუგეში, ვით მზე, გჭირია: და ხელებს ცისკენ იწვდი მუქარით.
დაციმციმებენ ოქროს თვალებად: და, ლოცვის ნაცვლად წყევლას აგზავნი. და ტანში რისხვა გივლის ქარებად.
წამოფუყული სადმე კლდის თავზე, დაგჩხავის სევდა და ვით ბორანი, ქანაობ მუდამ ცრემლების ზღვაზე.
და მარტოობის ფიქრთა თარეში: სული შავ ფიქრებს ეზიარება და რბიან დღენი სიმწუხარეში! |
| პოეზიის გვერდი • • • |


