კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 17:09

 

ქართლელ ქალმა სიყვარული

ტრფიალებით გამოხატა,

კაცის გული რკინად სახა,

თვისი მასზედ ანდამატა.


იმერელმა კი ამ გრძნობას

ანგარიშიც დაუმატა, -

სთქვა: „თუ კაცი თაგვი არის,

ქალი უნდა იყოს კატა,


რომ კუდქნევით და კრუტუნით

შეაცდინოს, დაიჭიროს,

ხან შეიპყრას, ხან გაუშვას,

ხან აცინოს, ხან ატიროს;


არც მოკლას და არც არჩინოს,

მით მჭვრეტელი გააკვირვოს,

და, მსხვერპლი რომ დაუჭლექდეს,

მერმე სხვებზედ ინადიროს!“


მეგრელმა სთქვა: „სიყვარული

უნდა იყოს დაფარული, -

ტურასავით ფაცხაში ძვრეს,

თუ დაუხვდეს კარ-ხურული;


მაჟვაბელად თავს დამაწვეს,

მით დამიფრთხოს ტკბილი რული,

და მთელ ღამეს მაცოდვილოს

ქმარმა ხვრინვით სთქვას მაყრული!“


გურულმა სთქვა; „სიყვარული

რას მიქვია დაფარული?!

გაბედული უნდა იყოს,

პირდაპირი, ვით შურდული!


გაუწყვეტის კავშირითა

გადააბას ორი გული,

შიგ ყვავილი ჩამისახოს

და მუდმივი გაზაფხული.


კაცი უნდა ლომი იყოს,

დედალ ვეფხვად მე დამსახოს,

მე ჩიტივით მეჭიკჭიკოს,

სხვებს ზარის ხმით შეუძახოს,


რომ მის შიშით ყველა ძრწოდეს,

ხელი ვერვინ ვერ შემახოს,

და ის ღმერთმა შეარცხვნოს,

ვინც ამგვარი ტრფობა სძრახოს!"

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen