|
მე - სიფრიფანა პოეტი ქალი, შენ - გოლიათი ჩემგან ძლეული... შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი, ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი, მოდი და მხრებით გადამიხურე დიდი იმედის პატარა ქოხი!
მე ვარ შენ ირგვლივ - ახლოც და შორიც, მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ - მძლეთამძლე და მაინც ძლეული... შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე - თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული. |


