კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:41

 

მთარგმნელი: ლელა გაბური

* * * * * * *

 

მთვრალი იყავი, მეგობარო, იყავი მთვრალი!

ყოველდღე... რადგან ყველაფერი არის თრობაში!

ეს არის კითხვა ერთადერთი და არის ცხადი:

ტვირთი ხვალისა, მხრებს რომ გიმტვრევს  საშინელ ძალით,

და მიწისაკენ  რომ გეწევა - გსურს აიცილო?!

მაშ, თუ  ასეა,

დამიჯერე, იყავი მთვრალი,

არ გამოფხიზლდე, წამითაც კი არ შეისვენო!


რითი დათვრები, სათნოებით, ღვინით თუ ლექსით?!

შენი საქმეა! არჩევანი მე არ მენაღვლის.

ოღონდ დალიე, მეგობარო,

ოღონდაც შესვი!

და უსასრულოდ, უსასრულოდ

იყავი მთვრალი!


და თუ ერთხელაც გაგეღვიძა სადმე კიბეზე

სრა-სასახლეთა, სადაც ბრწყინავს ბროლი, ბადახში...

ანდა  მიწოლილის

თხრილის თავზე, მწვანე ბალახში

და თუ იგრძენი, რომ სიმთვრალე უკვე  განქარდა,

სადღაც  გამქრალა ნეტარება იმქვეყნიური,

ო, მარტოსულო, ნუ შეკრთები, ნუ დაიბნევი,

მიმოიხედე  გარშემო და ნახე ჩიტები,

ტალღა,

საათი,

ვარსკვლავები ან ნახე ქარი.

რაც დარბის, კვნესის, რაც მოძრაობს, მღერის, საუბრობს,

ნახე და ჰკითხე მათ საათი,

ჰკითხე "რა დროა?!“

გიპასუხებენ ყველა ერთხმად - ჩიტიც და ქარიც,

გიპასუხებენ ვარსკვლავები, ტალღები - ექოდ,

რომ საათია, საათია ახლა თრობისა...


რითი დათვრები, სათნოებით, 

ღვინით თუ ლექსით,

ნება შენია!

ტანჯული მონა თუ არ გინდა იყო დროისა,

იყავი მთვრალი!


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen