|
ჩემს კეთილისმყოფელს ვესალმები სოფელს. ვესალმები ახოს, კარგად დამენახოს.
აქეთ წაბლის ტყეებს... მამალი სცემს ბოლთას, მაგონდება სულ ის:
ბაღჩა–ბაღის სუნი. გამარჯობა, ომბალო, შე წვიმებით მომბალო.
მემალება გოგრა. არ დავუწყებ კამათს კაკალსა და კამას.
იმზირება კეცი... ცეცხლის ნათელ ტორებს გულ-მკერდს უშვერს თონე...
ჰგავს მონატეხს მჭადის. გამარჯობა ცერეცო, მოგინატრებ მერეცო.
მაგონდება სულ, ის, ბებოს კალთას ჰქონდა ბაღჩა-ბაღის სუნი! |


