კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:51

 

რაჭის მხრიდან ნისლი წვება

შემოსილი ნათლით,

თუ ეს მამულს ეფინება

ნიკორწმინდის მადლი...


განა რიცხვით მეათეა

პირველია ღები,

აქ ხომ უფრო ზვიადია 

საქართველოს მთები.


აქ ამაყი სულის კაცებს

აქვთ არავის ვალი

და რიონიც მობარბაცებს

ხვანჭკარათი მთვრალი.


ბიჭი დინჯი, გოგო უფრო

ეშმაკი და კნაჭა,

გუდასტვირით გაშლილ სუფრას 

დაგვილოცავს რაჭა!


სანამ გვსურს, რომ ამ გზებს ვდიოთ,

სანამ ლაჟვარდს ვუსმენთ,

ბარაკონი წმინდა მირონს

დაგვაპკურებს გულზე.


ვდგავართ ვიდრე ამ სოფელს და 

გაღმა სოფელს შორის,

შიშნარევი აშოლტებით

შუბლს შეგვახებს შოვი.


ისევ შევსამთ, უფლის ნებით,

წყაროების მაჭარს,

საქართველოს ვეფერებით,

როცა ვაქებთ რაჭას!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen