კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:31

 

ათასერთ ზღაპარს ბოლო არ უჩანს,

ხარ ღამეების თეთრად მხარჯველი,

ვმეგობრობთ მე და ნიზამის ქუჩა

და მასთან ერთად მეც ვარ განჯელი.


ქუთაისს შვენის სხვა სამოსახლოც,

მზითა და მთვარით გადამარჯნული,

მაგრამ ვიღაც წუხს რიონის ახლოს,

თითქოსდა ლეილს ეძებს მაჯნუნი.


არც ვინმე მწირი, არც ნახიზარი,

დაფასებული ჩალმით, ჩილიმით,

კარგა ხანია მსტუმრობს ნიზამი

თავის ხოსროვით, თავის შირინით.


და სივრცეებში სიტყვით გამრჯელის

დაღლილი სული აქ მიპოვია,

უვარდოდ ვინ თქვა ქუჩა განჯელის -

რუსთველის ვარდებს აქ უთოვიათ.


თვალი გიშერის, ძოწის ბაგენი...

მეც სამიჯნუროდ თავი ავიშვი

ნიზამზე ვცხოვრობ, აქ მომაგენით,

მე ერთი ვიღაც, ლექსის დარვიში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen