|
დასჯილ კაცივით მიცქერს ეს მორი, (რასაც მიშლიდნენ, იმას ვბედავდი), რომ ვერ გიცქერდი, მაშინ მესმოდი, ვერ გაგონებდი - მაშინ გხედავდი.
ამოუხსნელი როგორც იგავი, მეთანხმებოდი - მაშინ ვდაობდი, როცა მკიცხავდი - ჩუმად ვიყავი.
ხშირად ჩემ სათქმელს ვერ გიამბობდი, როდესაც გძულდი, მაშინ მიყვარდი, გსურდა გენახე - შენგან გავრბოდი.
კვლავ ვცხოვრობ ისე, როგორც მჩვევია, არ დაგწყდეს გული, ტყუილ-მართალი ვბერდები და ვერ გამირჩევია. |


