კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:40

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი 

 

ხეები დგანან ტბორის ნაპირას,

თავზე ღრუბლების ფენა რომ ადევს,

თითქოსდა თევზის ჭერას აპირებს,

შუადღე ისე მოისვრის ბადეს.


და ამ ბადეში, როგორც თევზები,

ხარობენ ლაღად და თავაშვებით,

ფართხალებენ და ნაპირს ეძებენ,

ქალი, კაცი თუ ციცქნა ბავშვები.


და სანამ სხვები ისევ ცურავენ,

ნაპირს მოადგნენ აფანცქალებით

და საცურაო სამოსს წურავენ

მხურვალ ქვიშაზე სველი ქალები.


წურავენ, გრეხენ. თავნებად იწევს

იქ ტრიკოტაჟი სლიპი და სველი

და იკლაკნება თითქოს შიგ ისევ

ბუდობდეს მათი მაცდური გველი.


ო, დედაკაცო, შენი იერი

სულაც არ მიშლის მე რწმენის ბუდეს.

შენა ხარ გულის კრუნჩხვა ძლიერი,

მამაკაცს შენი ჟინი რომ უტევს.


შენ, როგორც ლექსის სულ სხვა სტრიქონი,

სანამ ავტორი იმ ციკლს შექმნიდა,

როგორც სიზმარში მომხდარს ვიგონებ,

მოულოდნელად ჩემი ნეკნიდან


გაჩნდი და გასხლტი ისე, რომ შენი

ჩახუტებაც კი ვერ მოვასწარი,

შენა ხარ კდემა, ასე რომ გშვენის,

და მამაკაცის გულის ხანძარი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen