|
კიდევ ერთხელ შევისრუტე ალი სიყვარულის, ჩავლილის, რა საამოა ყავის რიტუალი განცდა მოთამაშე ჭავლივით.
ისევ ყეფს ძაღლი მაწანწალა, გაქცევა არაერთხელ მინატრია, ნატვრა სინამდვილემ ჩამამწვრა.
უსცენო, უფულო, უფარდო, ფიქრმა წყვდიადში შემათრია, მე კი მინდოდა უფალთან.
ისევ მივდიო უწყვეტელ დინებას, მიკვირს, მავანს რომ შევუყვარდი, ყავას ვსვამ, მწარედ მეცინება.
უნდა რომ გამახსენოს მე ცეცხლთან თამაში, ამ დღეებს ისედაც ვეწირები - ჩაფლული ვალში და დამაში. |
| პოეზიის გვერდი • • • |


