კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:30

 

მე და მინდორი გულაღმა ვწევართ,

თაფლის სურნელი მაბრუებს მინდვრის,

ის ჩემი, მე კი მისი შემწე ვარ,

მე მას ვუდრი და იგი მე მიდრის.

ესაა ჩემი მყუდრო სახლ-კარი,

ცის სახურავი, გულში საყდარი..

ვინ მიუჩინა ჩემს მარტოობას

ულამაზესად მკვიდრი საყრდენი -

განსაცვიფრებლად მდედრი მინდორი,

ისე ღრმა, ისე სურნელოვანი -

დო რე მი ფა სოლ,

ლა ლა სი დო რე,

საუკუნეთა ფარული სუნთქვა,

გადამალული დროის სიმდორე

და ვარსკვლავები - წვრილ-წვრილ შვილებით,

მოყურადებულ ცის მონიტორით,

ჩვენს სიახლოვეს მოენატრება,

ღამის სიმშვიდე და ცხრა-კლიტური.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen