|
მინდვრის ყვავილიდან - ცისკრის მნათობამდე! ირმის ბღავილიდან - "ირმის ნახტომამდე!" სიზმრის ნაპირიდან - სიზმრის ახდომამდე! ჯვარცმით - აღდგომამდე! ჯვარცმით - აღდგომამდე!
კოშკი საოცნებო - წიხლით დაუშალეს! ტანიტს - იტირეო - თმები გაუშალეს! ცივი სარეცელი ქვებში გაუშალეს! ჯვარცმით აღდგომამდე! ჯვარცმით - აღდგომამდე!.. |


