|
ანგელოზები მიხმობდნენ წუხელ, სიკვდილი მითვლის ამოხველებას, დაუძლურებულ სხეულის მიღმა, სულის გაფრენით თუ მეშველება.
სტრიქონებს შორის გამოვიარე, გულში იმდენი ჭრილობა დარჩა, ვერ მომიშუშებს ვერვინ იარებს.
უსაშველობის შავი აჩრდილი, აქ გულგრილობით მომაჭრეს ფრთები, გონის სიშლეგით მე ვარ დაღლილი.
სამყარო მექცა შავ-თეთრ ფერებად, აქ სხეულს ვტოვებ, ტანჯვის სტრიქონებს, იქ ზეციერი მომეფერება.
სიკვდილი მითვლის ამოხველებას, ცოცხლად დამარხულს, გაფრენის გარდა, არ მეშველება, არ მეშველება! |


