კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:23

 

ღია არის იქ სამოთხის კარი,

აქ საფლავზე უფლის ჩიტი გალობს,

ნუთუ მართლა უნდა გნახო მკვდარი,

გულზე მიწა უნდა მოგაყარონ.


მთვარე ადგას ეკლესიის გუმბათს,

იცრიცება ჩვენი ბოლო ღამე,

ნუთუ შენი შეწყვეტილი სუნთქვა

არ ადარდებს ჩემს მეგობარ მთვარეს.


ნუთუ მართლა მარტოს მტოვებ ქვეყნად,

ნუთუ ღმერთი მართლა აღარ მწყალობს,

როგორ ვზიდო უშენობის სევდა,

ჩემი სიყრმის მეგობარო ქალო.


ნუთუ მართლა ვეღარასდროს გნახავ,

ვერასოდეს, ვერსად ამ სამყაროს,

ნუთუ მართლა მართალია რასაც

უფლის ჩიტი შენს საფლავზე გალობს.


ღია არის იქ სამოთხის კარი,

ეთხოვები ამ ქვეყანას მზიანს,

ცივ მიწაში ჩაგასვენეს ზარით,

შენი სუნთქვა სადღაც გაჰყვა ნიავს...

მუხლმოყრილი შეგავედრებ მიწას,

გაზაფხულზე ამოჰყევი იას.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen