|
წუხელ, მთელ ღამეს სჭექდა და ქუხდა, წვიმდა, ელვები არბევდნენ წყვდიადს. თითქოს ბუნება გლოვდა და სწუხდა და გამოთქვამდა კაეშანს დიადს!
და სერაბიმის შიშველი ხმალი, მუხას გრიალით დაეცა მეხი და გაუგმირა გულმკერდი ალით.
თვალს ვადევნებდი ელვების ფრენას. და, შენს ფანჯრებთან ღამეგათეულს, მე მახარებდა გრიგალის სმენა.
და მზის სხივებით ანთებულ ფოთლებს! ზეციდან ოქრო ძირს იღვენთება და დედამიწაც სურნელს აორთქლებს.
შენც შეურთდი ზაფხულის დილას! ჰქრიან მერცხლები ხეების ზემოთ და ოხშივარი ამოდის სილას.
ვეღარც კი უძლებს ფანჯრების ჩარჩო!.. თითქოს ბუნება იშლება ახლად და მზე და სითბო სამყაროს იღრჩობს!
კვლავ დავინახო ტრფობა და ზეცა, რომ ამ სიცოცხლის გაშლილ მკლავებში, როგორც სიცოცხლეს გიცქერდე შენცა!
ამ ნიაღვარში ხმათა და ფერთა, ამ სიხარულის და შუქის ზღვაში ვიყო შენს ახლოს, ვისუნთქო შენთან! |
| პოეზიის გვერდი • • • |


