კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:18

 

თუ გაგირბის შენი შვილი

და შენი ძაღლი,

ეს იმას როდი ნიშნავს,

რომ მყრალი მოხუცი ხარ,

შეიძლება, თვითონვე არიან

დედამოტყნულები...


ეს ცხოვრება

მცოცავი ოკუპაციაა,

მოვა და საზღვრებს უბოდიშოდ გადმოგიწევს

ოცნების წალკოტებში...


მამაჩემის ნაგები ღობე დალპა...

შემოვარღვიე

და ახლის გაკეთებას შევუდექი...


საქმე წინ არ მიდის...


ღობემორღვეულში დავმჯდარვარ და ეზოს

ვყარაულობ,

მოვალეობაზე ძაღლივით გამოვები,

ეზოდან გარეთ ნაბიჯს ვეღარ ვადგამ

და ვხვდები:

რას ნიშნავს და რა ძნელი ყოფილა

იყო უსაზღვროების პატიმარი...


ვიდრე მე ეზოს ვყარაულობ,

რომ ხელმრუდმა მეზობლებმა

რამე არ ამწაპნონ,

ტელევიზორში აცხადებენ,

რომ ოკუპანტებმა 300 ჰექტარი მიწა

კიდევ მიიტაცეს ხაშურის რაიონში...


ვნერვიულობ, მაგრამ აღარ ვშფოთავ...

რადგან დიდი ხანია, ვისწავლე,

აღარ მივიკარო ის, რაც ხდება

სამი სოფლის იქით...


მოდის კატია -

ჩვენს სოფელში 48 წლის წინათ

ყაზახეთიდან გამოთხოვილი

რუსი მეზობელი,

რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ

მთელ ჩემს მეზობლებში.

- გამარჯობა, ოკუპანტო! -

ღიმილით ვესალმები.

- გაგიმარჯოს! -

ღიმილითვე ამბობს

და:

- ბოდიში,

წელს გვალვამ ყველაფერი კვირტშივე გამოგვიწვა

მოსაკითხად მოსატანი

აღარაფერი მქონდა

ამ ყურძნის მეტი! -

ზუსტად ასეთი თავანკარა ქართულით მეუბნება

და პარკში ჩამოკრეფილ ყურძნის მტევნებს მიწვდის...

ნაღდი მცოცავი ოკუპაციაა, მა რა არი?


პენცენტრიდან მირეკავენ:

ამერიკის საელჩოს ორგანიზებულ კონფერენციაზე

მთხოვენ,

სიტყვით გამოვიდე:

"როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?"

მე კი

ღობემორღვეულში ვზივარ

და აღარარსებული ღობის იქიდან მიღიმის

კატია-ოკუპანტი...


ტანკები ჯერ შორს არიან,

ჩემი სოფლიდან

სამი სოფლის იქით,

სადღაც, ჩორჩანაში...

სადაც ჩემს ბავშვობაში

სოკოს საგროვებლად,

ტყე-ტყე,

მინდორ-მინდორ

ფეხით

ავდიოდით...

და რა ტანკი დაიჭერს ამ მოგონებას,

რომელი მავთულხლართი...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen