|
დროებამ ფრთები შაგასხა ნუ ფრინავ, ნუ გეშურება, შენს სიხარულზედ საძირკვლად უდევს სხვის უბედურება.
სუყველას შაეყურება რათა გვაქვს თვალი, ყურები, თუ რამე არ გეყურება.
არც თუ შენ დაგედგმურება, შენც ჩაგიქრება სანთელი, ეგ სისხლი გაგეწურება.
ზედ მიწა დაგეხურება, მხეცი და უგონო კაცი, იეთიმს ის დაემდურება.
გიდრე მე შენი ყურება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


