კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:16

 

ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი

ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება

ზოგში მომწონდა იგავ-არაკი

ზოგში მარტოდენ ხატოვანება.


ბევრი მათგანი სულ არ გაჭრილა

გაჰყვა საყვარელ ქალს თუ მეგობარს

ბევრი კი შერჩა ჩემს შავ განჯინას

ვით მტვერწაყრილი უიმედობა.


ბევრი გახუნდა ბედის ტრიალში

და ნელ-ნელ მიდის შავ სამარემდის

მაგრამ ეს ერთი ცისფერყდიანი

ჩემს მაგიდაზე დარცა მარადის.


მან მოარჩინა ჩუმი წუხილი

ჩემს სიმღერებში გამოვლენილი

მის ფურცლებიდან შუბლშეჭმუხვნილი

მესაუბრება მამა ლენინი.


ის ლაჟვარდივით ფურცელგაშლილი

ჩემი მზე გახდა ჩემი მშვენება

მან შემასწავლა მე კომკავშირით

განახლებული ქვეყნის შენება.


ასე გულდაგულ ვერ ვიბრძოლებდით

რომ არ გვიძღოდეს მისი ცისკარი

იგი წიგნია ჩვენი ცხოვრების

ყოველდღიურად წასაკითხავი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლადო ასათიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen