კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:25

 

გარეთ თოვდა, აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი.

ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი.

აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა...

კაცი, საცხა ასი წლისა, იხსენებდა თავისას.


ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო,

ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო.


ველად ვსდიე. აბა, წიე, ჯანიანი ვიყავი,

თუმც, მალევე დავეწიე, ვერაფერი ვუყავი


- გოგო, გოგო, თვალკაკაბა,

ხვალვე ცოლად შეგირთავ!

ცხრა სულ მსახურს დაგიყენებ,

ცხრა ძმას დავთმობ შეგირდად...


ასე მითხრა: - არ მინდაო, ბიჭო, შენი დოვლათი.

რაც მაცვია იმითაო, სხვას მივყვები ცოლათო.


ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო,

ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო


კაცი, საცხა ასი წლისა, იხსენებდა თავისას...

აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა

გარედ თოვდა, აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი,

ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen