|
კავკასიონის ქედებო, ღალიან-ბარაქიანო, მაგ თქვენს კალთებზე ვშობილვარ, ქორბუდას მეძახიანო.
შენ რად მმტრობ, კაცო ღვთიანო. არა გთხოვ სასმელ-საჭმელსა, არც ბინას გთანაზიარობ.
კლდე რომ ჩამოსდგამს ფრიალო. ღამის სათევად შენგან შორს, კლდე-ღრეში დავხეტიალობ.
ამ ქვეყნად ლაღად ვიარო. მეც ამ ბუნების შვილი ვარ რას მერჩი, ადამიანო. |


