|
ტკივილით ვტირი ბოლო კურცხლამდე, ავსულს კი, რაგინდ მკლას და მედავოს, არ ვარ მხედარი, მაგრამ ვუცხადებ - ვერ მივატოვებ მაინც მე ტაოს.
ვუვლი სიყვარულს შეუდარებელს, ზღუდე-შრეებით შუბლდაშაშრული მიწა შვილს შველას მემუდარება.
ჩემი ნატყვიარ სიტყვის მკეტავებს, მაგრამ ნუ სჯერათ, ბოლოს არ ვეტყვი, ვერ დავივიწყებ მაინც მე ტაოს.
თუმც ვერ ვადარებთ დღეის ტაროსებს, სანამ დარდები მთლად არ მომკლავენ, მითხარი მაინც რამე ტაოზე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


