კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:18

 

გინახავს ლურჯი ტაძარი,

კლდის ქიმზე დაკიდებული,

ჩვენი წარსულის ზღაპარი,

ზეცაში გარინდებული?


მშფოთვარე სულით ნაშენი,

გლეხკაცის მადლით ნაგები,

ტაძარი, ირგვლივ შემკული

ნისლების ბაირაღებით?


გინახავს გათენებისას

როცა აჰყვები ბილიკებს,

როცა მაღლიდან დაგცქერის

გარინდებული კვირიკე?


გინახავს? დაგავიწყდება

ჩამქრალი კერის ნაცარი,

აფეთქებული კვარებით

განათებული ტაძარი?


ჭერშებოლილი სენაკი,

შავი მღვიმე და უკუნი,

გსმენია ქარის ჩურჩული,

ან წინაპრების გუგუნი?


გინახავს ლურჯი ტაძარი,

უხმოდ მოსული ცისკარი?

გინახავს მზის მობრძანება

გალაღებული, ცინცხალი,


ან ის ქედები ზღაპრული,

ნანატრ ზღაპარში ხილული,

ზეცაში გადმოკიდული

ალმოდებული ყინული?


გინახავს? მოგისმენია

ჩიტების ფრთების ფათქუნი,

მათი წარმტაცი გალობა -

ჩვენი ლამაზი ქართული?


გინახავს? დაგავიწყდება,

როცა აჰყვები ბილიკებს,

როცა მაღლიდან დაგცქერის

გარინდებული კვირიკე.


ოსტატის მადლით ნაშენი -

მაღლა, ზეცისკენ წასული,

ზეცაში გარინდებული -

მოსაგონარი წარსული?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen